მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » ტბეთი
11:26 PM
ტბეთი
ტბეთი, კულტურის კერა, რელიგიური ცენტრი შუა საუკუნეების საქართველოში, ისტორიულშავშეთში (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). სახელწოდება წარმოდგება მცირე ტბებიდან. X საუკუნის დასაწყისში ერისთავთერისთავმა აშოტ კუხმა აქ საკათედრო ტაძარი ააგო და დანიშნა პირველი ეპისკოპოსი სტეფანე მტბევარი (ტბეთის ეპარქიაში შედიოდა შავშეთი და აჭარის ნაწილი).

XI საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა ააგო ციხესიმაგრე და დაიცვა მხარე ბიზანტიის აგრესიისაგან. ამიერიდან სამეფო ხელისუფლებამ მტბევარ ეპისკოპოსს საერო ხელისუფლებაც - შავშეთის ერისთავობაც ებოძა. ტბეთში გაშლილი იყო მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. აქ შეიქმნა სტეფანე მტბევარის ჰაგიოგრაფიული თხზულება "წამება წმიდისა მოწამისა გობრონისი" (914-918), იოანე მტბევარის ჰიმნოგრაფიული ნაწარმოებები (X ს.). აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები დავით ტბელი, არქიპოსი, აკვილა მტბევარი, იოანე ფუკარალის ძე (ორივე XI ს.), აბუსერისძე, ტბელი და სხვა.

ტბეთის ხელნაწერებიდან უმნიშვნელოვანესია ტბეთის სახარება (995), რომელიც ამჟამად სანქტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში ინახება. შემორჩენილია აგრეთვე "ტბეთის სულთა მატიანის" ტექსტი (XII-XVII სს.), რომელიც მდიდარ მასალას შეიცავს შავშეთისა და აჭარის ისტორიულ გეოგრაფიისა და საგვარეულოთა შესახებ. XX საუკუნის დასაწყისში ტბეთი მოინახულეს და აღწერეს (ჯვარგუმბათიანი ტაძარი, მოხატული ლაპიდარული და ფრესკული წარწერებით) ქართული კულტურის მკვლევარებმა ნ. მარმა და გ. ყაზბეგმა.

კატეგორია: ქუთაისის ღირსშესანიშნაობები | ნანახია: 1092 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title