მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 15 » ნაღდი ქუთაისელი
3:53 AM
ნაღდი ქუთაისელი

როგორი უნდა იყოს ნაღდი ქუთაისელი :D

- ბისტროს წინ მანქანით რამდენიმე საღამო მაინც გიბირჟავებიათ.
- ილო ფოტოგრაფის სალონში გადაღებული სურათებით თავისუფლად შეავსებდით მთელს ალბომს
- სულ მცირე 20 ანეკდოტი მაინც იცით ჭიჭიკიას და ბიჭიკიას შესახებ და რაც მთავარია, იცნობთ ამ ანეკდოტების პირველწყაროს…
- შავი წვეტიანი ტყავის ფეხსაცმლით, შავი ტილოს შარვლით, შავი მაისურით, რომელსაც აქა-იქ შემორჩენია გაცრეცილი წარწერა და ლოგო, შავი სათვალით შუბლზე და სველი, დაკლაკნილი ცხვირსახოცით კისერზე სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც აბირჟავებთ ბაღის კიდესთან „ჩაკუნცხული"
- საფიჩხიაზე ცხოვრობთ თეთრ ხიდთან, ანუ, საფიჩხიაზე ღვინოს რომ დალევ და იქვე თეთრი ხიდიდან ხტები წყალში
- სულ მცირე 1 სათავის გადაცურვა შეგიძლიათ წყალწითელაზე
- ერთხელ მაინც გინახავთ წარწერა „საფიჩხია თქვენი სიძლიერეა"
- „ინვალიდების სახლთან" თუ შეგინიშნავთ დამკრძალავი ბიურო „ცრემლი"
- მინიმუმ იცით სახელწოდება იმ დიდი შენობისა, რომლის გვერდზეც ადრე იყო კაფე-ბარი „ნეფერტიტი"
- აკაკი წერეთლის გიმნაზიასთან როკერების ცილინდრში ერთხელ მაინც თუ ჩაგიგდია 20-თეთრიანი
- ბიკენტიას საქაბაბეში პახმელიაზე თუ გამოსულხარ
- თუ კი პირველიმე შემხვედრს ეუბნები: ზდაროვა, რავა ხარ? სიგარეტი არ გაქ?
- ტუაიას სახლში ერთხელ მაინც ხარ ნაჯდომი. იმედია შიშველი არა.
- ერთხელ მაინც გიჩხუბია საფიჩხიის სასაფლაოზე და საღორიის ტყეში.
- ერთხელ მაინც თუ გაქვს ნათქვამი: „გეიწი, ქალო, იქეთ"
- ბაღის კიდეზე მოსმენილი გაქვს მოხუცების მსჯელობა პენსიის მომატებაზე და საკრედიტო ბარათებზე.
- ერთხელ მაინც გაგიშველებიათ პირველი და მესამე სკოლელების ჩხუბი თემაზე „ჩემი სკოლა უფრო მაგარია".
- ქორწილში ყოფნის დროს სულ მცირე სამჯერ მაინც არტყამთ წრეს დავით აღამაშენებლის ძეგლს.
- იცით რა სქესის არის დავით აღმაშენებლის ცხენი.
- კილომეტრები დაგიწერიათ შანშეს მიერ მოწყობილ საჯარო სეირნობებზე თეთრ ხიდზე.
- საქორწილო „ნარიადი" მთლიანად თუ არა, მისი აქსესუარები მაინც შეგიძენიათ „პადზემკაში".
- ერთხელ მაინც ყოფილხართ გადაყუდებული „გადაყუდებულიდან".
- სიმღერაზე „ქუთაისი გადამწვარა, რეროოოოო" ერთხელ მაინც წამომხტარხართ და გიგინებიათ მომღერლისთვის საბაბით „ვერ ეღირსები, სიმონ!!!!"
- ქალაქის ბაღში ლენინის ძეგლთან პიონერთა რიგებში მიღების დროს გინახავთ, როგორ გულუხვად ასკინტავდნენ დიდ ბელადს მტრედები.
- მე-3 კლასში ერთხელ მაინც ყოფილხართ შატალოზე ბაგრატის ტაძარზე და მერე ყოველწლიურად ზრდიდით შატალოების ოდენობას და პერიმეტრს.
- შატალოზე გაპარვის დროს ერთხელ მაინც გადამხტარხართ ბიჭების ტუალეტიდან
- რესტორან „ევროპაში" ერთხელ მაინც გიცეკვიათ მაგიდაზე.
- თქვენს გარდერობში ჯერ კიდევ არის სპორტული ფორმა, რომესაც ჩვეულებისამებრ უსადაგებთ შავ „ინსპექტორებს".
- იცით რას ნიშნავს „შაშიაშვილის წყევლა".
- ერთხელ მაინც გადმომხტარხართ ჩანჩქერიდან მდინარე ჭიშურაზე და ერთხელ მაინც ჩაგიციებიათ საზამთრო ამ მდინარეში.
- მიგიღიათ კაი „ზაგარი" პასილიოკის საცურაო აუზზე.
- გაბაშვილის გორის პარკის ატრაქციონებზე გულმოდგინეთ გიფლირტავიათ მანქანების დაჯახებით.
- შაუმიანის ქუჩაზე ებრაელებისგან ყიდულობდით ყველაზე კარგ "ზუაჩკებს” და კანფეტებს.

წყარო: http://www.facebook.com/search/?o=69&init=…8200&topic=6033

P.S. მეც ქუთაისელი ვარ და ზოგ რამეში ვეთანხმები :yes: :D

კატეგორია: ამბები რომლებიც მხოლოდ ქუთაისში თუ მოხდება:) | ნანახია: 1177 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title