მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 15 » ქუთაისის “თეთრი ხიდი” ქარმა წაიღო
0:54 AM
ქუთაისის “თეთრი ხიდი” ქარმა წაიღო
ქუთაისის "თეთრი ხიდი” ქარმა წაიღო

16:21 22.03.2011

ქუთაისელები, ,,ქურდების ქალაქის’’ ,,დეპუტატების ქალაქად’’ გარდაქმნას მიესალმებიან და აცხადებენ, რომ იმერეთში პარლამენტის გადატანით, ქუთაისს ავტორიტეტი დაუბრუნდება. თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს ადგილმონაცვლეობით, მათი სოციალური ვითარება შეიცვლება თუ არა პასუხი ,,ქუთაისური იუმორით’’ გაგვცეს. ,,პარლამენტის გადმოტანა ან რას გვარგებს, ან რას გვავნებს, თუ დეპუტატებს ისევ ათასები ექნათ ხელფასები, ხოლო ჩვენი ჯიბეები ცარიელი იქნებაო”.

 

მთავრობის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ქუთაისის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხებით, ქალაქი მართლაც მშვენდება. ქალაქის დათვალიერებისას, თვალს მოგჭრით რესტავრირებული ოპერა, ცენტრალურ მოედანზე მდებარე ,,თიბისი’’ ბანკის შენობა და ,,თეთრი ხიდის’’ მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, არა ,,თეთრი ხიდი’’, რომელიც ძლიერი ქარის გამო "გაქრა”. ქარმა რესტავრირებული ხიდის ლითონის კონსტრუქცია ააფრიალა და ახლა ხიდზე გასვლა ,,სიცოცხლისთვის საშიშია’’. ამას, იმ ტერიტორიაზე მოსიარულეებს, აბრაც ამცნობს.

 

ქუთაისელებს, ხიდთან დაკავშირებით კითხვა რომ დავუსვით, თითი ჯაჭვის ხიდისკენ გაიშვირეს და გვიპასუხეს, ჯაჭვის ხიდი ათწლეულების წინ გაკეთდა, თუმცა, მყარად დგას და ,,არც წყალი შედგომია’’’,  ,,თეთრი ხიდი’’ კარგი გაკეთებული, რომ იყო იმიტომ აფრიალდაო.  

 

აღსანიშნავია, რომ მძიმე სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით ქუთათურების კრიტიკის ადრესატი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი არ  არის, მაშინ, როცა, იყო დრო,  წვიმის მოსვლას ქუთაისელები ედუარდ შევარდნაძეს აბრალებდნენ. თუმცა, მოსახლეობა პრეზიდენტს რჩევას აძლევს, რომ გამოყოფილ თანხებზე მეტი კონტროლი განახორციელოს, რადგან ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

 

ერთმა ქუთაისელმა ,,საოცარი’’ თუ ,,სატირალი’’ ფაქტი გაიხსენა. ქუთაისში პრეზიდენტის ერთერთი სტუმრობის დროს, თურმე გზები ღამით დახაზეს და მიწაში წყლის მილები ჩაყარეს. პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, მიწა ისევ ამოთხარეს, მილები ამოყარეს და წყლის გაყვანა შემდეგ დაიწყეს.

 

მოსახლეობა, ქალაქში უმუშევრობასაც უჩივის და აცხადებს, რომ ქუთაისის გალამაზება კარგია. თუმცა, ხალხს იმდენად უჭირს, რომ ღამით ქუჩებში, ზოგიერთი  ნაგვის ურნაში იქექება.

 

ერთერთმა ქალბატონმა ისიც განგვიცხადა, რომ მას სახლში ,,სუნკით’’ მისვლა ენატრება. ანუ, როგორც ჩანს ბაზარში ეს ქალბატონი მხოლოდ ,,სასეირნოდ’’ დადის. ერთ დღეში ქვეყანა, რომ არ შენდება ეს გასაგებია. თუმცა, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ  მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების განკარგვა აკონტროლოს.

 

უკვე მოგახსენეთ, რომ პრეზიდენტისადმი ქუთაისელები კრიტიკას არ გამოთქვამენ. თუმცა, მათ პრეზიდენტზე გული მაინც წყდებათ. მათი განაწყენების მიზეზი კი ის ფაქტია, რომ იმერეთში სააკაშვილის სტუმრობისას,  მასთან საუბრის საშუალება არ აქვთ.

კატეგორია: ამბები რომლებიც მხოლოდ ქუთაისში თუ მოხდება:) | ნანახია: 862 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title