მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 15 » ქუთაისის მოსახლეობის ცნობით, "ნასას" ხომალდის ნამსხვრევები ქუთაისში ჩამოცვივდ
1:06 AM
ქუთაისის მოსახლეობის ცნობით, "ნასას" ხომალდის ნამსხვრევები ქუთაისში ჩამოცვივდ
ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩის მოსახლეობა აცხადებს, რომ გუშინ, 24 სექტემბერს მათთან "ნასას" ხომალდის ნამსხვრევები ჩამოცვივდა.
მოსახლეობამ შეაგროვა რამდენიმე ლითონის ნამსხვრევი, რომელიც თავდაპირველად ცხელი იყო და ადგილი, სადაც ისინი დაეცა, ამომწვარია კიდეც. ადგილობრივებმა ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს უკვე აცნობეს.
"ნასას" ხომალდის ნამსხვრევებს საქართველომდე არ მოუღწევია, - ამის შესახებ "პალიტრატვს" აბასთუმნის ობსერვატორიის ასტრონომმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა .

მისი თქმით, ხომალდი კანადის თავზე ჩამოვარდა და ნამსხვრევებიც, შესაბამისად, კანადის ტერიტორიაზე გაიფანტა. "ამ ნამსხვრევებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ტრასაც არ გადიოდა ჩვენზე, ამიტომ ნამსხვრევები ჩვენთან ვერანაირად ჩამოცვივდებოდა", - აღნიშნა გიორგი ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ ეს შესაძლოა, მცირე ზომის თვითმფრინავის ნამსხვრევებია. 

"ნასა"-მ ამერიკული თანამგზავრის დედამიწაზე ჩამოვარდნის ფაქტი გუშინ დაადასტურა. "ნასას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, თანამგზავრი, სავარაუდოდ, კანადის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა, ჩამოვარდნის ზუსტი კოორდინატები ჯერ ზუსტდება.

თანამგზავრი ატმოსფეროში წყნარი ოკეანის თავზე, გრინვიჩის დროით, 03.45 და 04.45 საათებს შორის უნდა გამოჩენილიყო. თანამგზავრი 6,5 ტონას იწონიდა. ის ორბიტაზე 1991 წლიდან, 14 წლის განმავლობაში მუშაობდა. აპარატი 2005 წელს ექსპლუატაციიდან ამოიღეს და მძინარე რეჟიმზე გადაიყვანეს.
"ნასა"-ს მონაცემებით, აპარატი ატმოსფეროში მთლიანად არ უნდა დამწვარიყო. დაახლოებით 26 ფრაგმენტს, რომელთა მასა 500 კილოგრამამდეა, დედამიწამდე უნდა მოეღწია. თანამგზავრის მისიის ღირებულება 759 მილიონი დოლარია.

მძინარე რეჟიმზე გადაყვანის შემდეგ, თანამგზავრი UAღშ-ი უცნობ ობიექტს, სავარაუდოდ, საბჭოთა დორინდელ თანამგზავრს შეეჯახა, რის გამოც მწყობრიდან გამოვიდა და ვარდნა დაიწყო.
კატეგორია: ამბები რომლებიც მხოლოდ ქუთაისში თუ მოხდება:) | ნანახია: 771 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title