მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » კინო ქუთაისში!!!!!
10:51 PM
კინო ქუთაისში!!!!!

კინოკულტურა , კინოხელოვნება , კინომატოგრაფია . . . და საერთოდ საჭიროა თუ არა ქალაქს კინოთეატრი ჰქონდეს ?!… "რა საჭიროა კინოში სიარული საღამოობით მითუმეტეს თუ "პატიოსანი” გოგო ხარ. "საერთოდ საღამოს რა უნდა გოგოს ქუჩაში , მერე იმაზე ვინ ილაპარაკებს წესიერად ?!!!!” ვინც ქუთაისელია ხშირად გსმენიათ ალბათ მსგავსი ფრაზები უფროსი თაობისგან: ბებია-ბაბუებისგან , მშობლებისგან და თუ "კაი” ბიჭის და ხარ მითუმეტეს, შენ ყველაზე კარგად უნდა დაიხსომო და გაითვალისწინო. როგორ ბნელა !!!… :(

რამდენიმე წლის წინ ,ქუთაისში საკმაოდ კარგი კინოთეატრი "სულიკო” გაიხსნა. თავიდან , როგორც ხდება ხოლმე მოდაში იყო და დადიოდა ხალხი. კინოსთან ერთად დისკოთეკაც იყო , სადაც უმეტესად ბიჭები დადიოდნენ და ალაგ-ალაგ ერთი ორი გოგო თუ გამოერეოდათ. საწყალ, ქუთაისელ ბიჭებს ,ვისაც არ უმართლებდათ ერთმანეთთან უწევდათ გეებივით ცეკვა და ვაი იმას, ვინც "დაკერილ” გოგოს სხვა ვინმე დაუწყებდა შებმას და შეეპოტინებოდა. მერე გენახათ კინო და მისი ეფექტები. ერთი სიტყვით კინოთეატრ "სულოიკოში” შეგეძლოთ თავისუფლად კარგი ბოევიკი გენახათ ყოველგვარი მონტაჟისა და ბლეფის გარეშე. ამაზე უკეთეს სანახაობას მერწმუნეთ ფილმშიც კი ვერ ნახავთ. გავიდა რამდენიმე თვე. ბიჭებს ერთმანეთთან ჩხუბი მოწყინდათ ან უბრალოდ დაიღალნენ , დასაკერმა გოგონებმაც იკლეს და ასე ნელ-ნელა , დისკოთეკა გადაკეთდა ტოტალიზატორად და კინოტეატრი კიდე საერთოდ გაუქმდა. ბოლოს მხოლოდ "აგვისტოს 5 დღე ” აჩვენეს და მხოლოდ ამ ფილმისთვის გახსნეს. ერთი სიტყვით საქართველოს მეორე დედაქალაქს კინოთეატრი არ გააჩნია ჯერ-ჯერობით.

რატომ დაიხურა "სულიკო” და რატომ არ დადიან ქუთაისელი გოგონები კლუბებში ???? ქუთაისური მენტალი არ უშვებდა იმას , რომ გოგოები კლუბში წასულიყვნენ და კინოთეატრში ღამის სეანსებზე ევლოთ მეგობარ ბიჭებთან ერთად. შეგახსენებთ, რომ ეს იყო რამდენიმე წლის წინ და იმის შემდეგ ,სიმართლე გითხრათ, მაინც და მაინც დიდი პროგრესი არ იგრძნობა.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში იმართება ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში თნამედროვე კინო კვირეული. ფილმები, როგორც სტუდენტები ამბობენ ერმანეთზე უკეთესია და მეც ვეთნხმები . დარბაზი , სადაც ფილმების ჩვენება იმართება არც თუ ისე პატარაა , დარბაზი ივსება და სკამებსაც კი ამატებენ. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე , რომ ახალგაზრდებს გვშია კინო.

 

 

 

 

 

 

 

 

მეიმედება , ის რომ ქალაქის ცენტრში დიდ და ვფიქრობ ძალიან კარგ კინოს აშენებენ.იმედი მაქვს, რომ "სულიკოს” მსგავსად ესეც არ დაიხურება და კინოსეანსებზე ვივლით ახალგაზრდები და არამარტო ჩვენ. უფროსებო არაა ქვეყნის დაქცევა გოგოების საღამოს სეანსებზე სიარული. გაიხსენეთ თქვენი ახალგაზრდობაც და მაშინდელი თქვენი მისწრაფებები. ვფიქრობ , რომ დღეს-დღობით ჩვენ კულტურა გვშია . . . გაგვახარეთ და დაგვაცადეთ ვიგრძნოთ ჩვენი ასაკი!!!!!

კატეგორია: ღამის ცხოვრება | ნანახია: 2339 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title