3:27 AM თქვენ ნამდვილი ქუთაისელი ხართ, თუ: | |
თქვენ ნამდვილი ქუთაისელი ხართ, თუ: - ბისტროს წინ მანქანით რამდენიმე საღამო მაინც გიბირჟავებიათ. - ილო ფოტოგრაფის სალონში გადაღებული სურათებით თავისუფლად შეავსებდით მთელს ალბომს - სულ მცირე 20 ანეკდოტი მაინც იცით ჭიჭიკიას და ბიჭიკიას შესახებ და რაც მთავარია, იცნობთ ამ ანეკდოტების პირველწყაროს... - შავი წვეტიანი ტყავის ფეხსაცმლით, შავი ტილოს შარვლით, შავი მაისურით, რომელსაც აქა-იქ შემორჩენია გაცრეცილი წარწერა და ლოგო, შავი სათვალით შუბლზე და სველი, დაკლაკნილი ცხვირსახოცით კისერზე სულ ცოტა კვირაში ერთხელ მაინც აბირჟავებთ ბაღის კიდესთან „ჩაკუნცხული" - საფიჩხიაზე ცხოვრობთ თეთრ ხიდთან, ანუ, საფიჩხიაზე ღვინოს რომ დალევ და იქვე თეთრი ხიდიდან ხტები წყალში - სულ მცირე 1 სათავის გადაცურვა შეგიძლიათ წყალწითელაზე - ერთხელ მაინც გინახავთ წარწერა „საფიჩხია თქვენი სიძლიერეა" - „ინვალიდების სახლთან" თუ შეგინიშნავთ დამკრძალავი ბიურო „ცრემლი" - მინიმუმ იცით სახელწოდება იმ დიდი შენობისა, რომლის გვერდზეც ადრე იყო კაფე-ბარი „ნეფერტიტი" - აკაკი წერეთლის გიმნაზიასთან როკერების ცილინდრში ერთხელ მაინც თუ ჩაგიგდია 20-თეთრიანი - ბიკენტიას საქაბაბეში პახმელიაზე თუ გამოსულხარ - თუ კი პირველიმე შემხვედრს ეუბნები: ზდაროვა, რავა ხარ? სიგარეტი არ გაქ? - ტუაიას სახლში ერთხელ მაინც ხარ ნაჯდომი. იმედია შიშველი არა. - ერთხელ მაინც გიჩხუბია საფიჩხიის სასაფლაოზე და საღორიის ტყეში. - ერთხელ მაინც თუ გაქვს ნათქვამი: „გეიწი, ქალო, იქეთ" - ბაღის კიდეზე მოსმენილი გაქვს მოხუცების მსჯელობა პენსიის მომატებაზე და საკრედიტო ბარათებზე. - ერთხელ მაინც გაგიშველებიათ პირველი და მესამე სკოლელების ჩხუბი თემაზე „ჩემი სკოლა უფრო მაგარია". - ქორწილში ყოფნის დროს სულ მცირე სამჯერ მაინც არტყამთ წრეს დავით აღამაშენებლის ძეგლს. - იცით რა სქესის არის დავით აღმაშენებლის ცხენი. - კილომეტრები დაგიწერიათ შანშეს მიერ მოწყობილ საჯარო სეირნობებზე თეთრ ხიდზე. - საქორწილო „ნარიადი" მთლიანად თუ არა, მისი აქსესუარები მაინც შეგიძენიათ „პადზემკაში". - ერთხელ მაინც ყოფილხართ გადაყუდებული „გადაყუდებულიდან". - სიმღერაზე „ქუთაისი გადამწვარა, რეროოოოო" ერთხელ მაინც წამომხტარხართ და გიგინებიათ მომღერლისთვის საბაბით „ვერ ეღირსები, სიმონ!!!!" - ქალაქის ბაღში ლენინის ძეგლთან პიონერთა რიგებში მიღების დროს გინახავთ, როგორ გულუხვად ასკინტავდნენ დიდ ბელადს მტრედები. - მე-3 კლასში ერთხელ მაინც ყოფილხართ შატალოზე ბაგრატის ტაძარზე და მერე ყოველწლიურად ზრდიდით შატალოების ოდენობას და პერიმეტრს. - შატალოზე გაპარვის დროს ერთხელ მაინც გადამხტარხართ ბიჭების ტუალეტიდან - რესტორან „ევროპაში" ერთხელ მაინც გიცეკვიათ მაგიდაზე. - თქვენს გარდერობში ჯერ კიდევ არის სპორტული ფორმა, რომესაც ჩვეულებისამებრ უსადაგებთ შავ „ინსპექტორებს". - იცით რას ნიშნავს „შაშიაშვილის წყევლა". - ერთხელ მაინც გადმომხტარხართ ჩანჩქერიდან მდინარე ჭიშურაზე და ერთხელ მაინც ჩაგიციებიათ საზამთრო ამ მდინარეში. - მიგიღიათ კაი „ზაგარი" პასილიოკის საცურაო აუზზე. - გაბაშვილის გორის პარკის ატრაქციონებზე გულმოდგინეთ გიფლირტავიათ მანქანების დაჯახებით. - შაუმიანის ქუჩაზე ებრაელებისგან ყიდულობდით ყველაზე კარგ "ზუაჩკებს" და კანფეტებს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||
| ||