მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი
11:31 PM
ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი

ტაბაკინის წმინდა გიორგის მონასტერი - მდებარეობს დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთის ლამაზ ხეობაში, ქ. ზესტაფონიდან 7-8 კილომეტრის დაშორებით. VII-VIII საუკუნეების ტაბაკინის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერი გამოირჩევა არქიტექტურით, XVI საუკუნის მოხატულობით და მდიდარი ისტორიით.

მონასტერს, სადაც ერთ დროს 70 ბერი აღავლენდა წირვა-ლოცვას, ქვეყნის ისტორიაში დიდი წვლილი მიუძღვის. აქ გაატარა ბავშვობის გარკვეული პერიოდი XIX საუკუნის გამოჩენილმა მოღვაწემ, სოლომონ II-ის (იმერეთის მეფე) მოძღვარმა წმ. ილარიონ ქართველმა.

კომუნისტური ათეიზმის პერიოდში მონასტერი გაპარტახდა.

ძველი და ახალი ნაწილები

ძველ ნაწილში შედის VII-VIII საუკუნეების ორნავიანი ტაძარი, კრიპტითა და მინაშენით, რომელსაც XI საუკუნის, შემდგომ კი XVI საუკუნის აღდგენის კვალი ემჩნევა. XVI საუკუნის 20-იან წლებში დანგრეული მონასტერი განაახლა და ტაძარი მოახატვინა ქუთათელმა ეპისკოპოსმაგერასიმე ჩხეტიძემ.. ეკლესიაში შემონახულია ქტიტორის - იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის (1510-1565) გამოსახულება; მასთან ახლოს დგას უფრო გვიანი პერიოდის სამრეკლო.

XX საუკუნეში, კომუნისტური ათეიზმის პერიოდში, ტაძარი და მოხატულობა დაზიანდა.1980-1986 წლებში ტაძარი გადაიხურა და ჩაუტარდა რესტავრაცია.

ახალი ნაწილი - XX საუკუნის 90-იან წლებში აიგო ბერების საცხოვრებელი სახლი ეზოთი, ამ ეზოში 2000 წელს აიგო თორმეტი მოციქულის სახელობის ერთნავიანი ტაძარი და მოიხატა.

აღორძინება

XX საუკუნის 90-იან წლებში ტაბაკინში აღდგა სამონასტრო ცხოვრება; აქ მოღვაწე ბერების შრომით სამონასტრო კომპლექსს თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი (2000 წ.) შეემატა, გამოსაცემად მომზადდა მრავალი წიგნი.

ამ მონასტერში დაბინავდა ბერი იაკობი (ჭოხონელიძე); მისი თაოსნობით, მრევლის და გულისხმიერი ადამიანების შეწევნით აიგო სენაკები ბერებისათვის, მოხდა მონასტრის წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება. საძმო თანდათან გაიზარდა, მამა იაკობს გვერდში ამოუდგნენ მღვდელ-მონაზვნები ვარაქიელი და მათე; ბოლო წლებში ისინი სხვა მონასტრებში გადაიყვანეს სამოღვაწეოდ.

მონასტერში მრავალი ახალგაზრდა აღიზარდა მაცხოვნებელი სწავლებითა და აქაურ მოძღვართა რჩევა-დარიგებებით.

დღეს მონასტერში მოღვაწეობს წინამძღვარი იღუმენი იაკობი (ჭოხონელიძე), ბერი პავლე (მაჩიტაძე), მორჩილები: მამუკა კიკნაველიძე, გიორგი ბერაძე, ალექსანდრე ბუსკივაძე და ილია ფორჩხიძე.

კატეგორია: ქუთაისის ღირსშესანიშნაობები | ნანახია: 1656 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title