სკოლაში მიღებული განათლებით სტუდენტი ვერ გახდები - 14 ოქტომბერში 2011 - Personal site
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » სკოლაში მიღებული განათლებით სტუდენტი ვერ გახდები
11:46 PM
სკოლაში მიღებული განათლებით სტუდენტი ვერ გახდები

სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი უკვე დაირეკა. სასწავლო წლის პირველი დღე კი ყველაზე ზარმაც მოსწავლესაც უხარია. მაგრამ მშობელზე ამას ვერ ვიტყვით. თუ ბავშვები პირველ დღეს სიხარულით ხვდებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ამხანაგები ენატრებათ, ახალი ჩანთები, ტანისამოსი, წიგნები და სასწავლო ნივთები უნდა გამოამზეურონ. ეს „სიახლეები" კი მათ ცხოვრებაში ვინ უნდა შეიტანოს, თუ არა მშობელმა. თუმცა, დრომ მოიტანა და ბავშვებიც მხოლოდ სასწავლო ნივთებს არ სჯერდებიან.

მათი სასკოლო აქსესუარების სიას კიდევ ემატება მობილური ტელეფონი, რომელიც, რაც მთავარია, „ბანძური" არ უნდა იყოს, კარგი ფირმის ყურსასმენები და კიდევ მრავალი რამ, რაც უშუალოდ სკოლისთვის - არა,  მაგრამ „კაი ტიპობისთვის" კი აუცილებელია. მშობელი შვილისთვის არაფერს დაიშურებს, ამიტომაც შვილების „კაი ტიპობაც" ძალიან ძვირი ჯდება. თუმცა, ისეთი მშობელი უფრო ბევრია, თეთრს თეთრზე რომ აწებებენ, რათა ბავშვს თითო საგანში თითო რვეული მაინც უყიდოს.

სკოლის დაწყება რომ ძვირი სიამოვნებაა, ეს არ ახალია. ფინანსურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მაინც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები არიან. სასკოლო ბაზრობების ხარჯს ისიც ემატება, რომ მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ოთხ საგანში უნდა მოემზადონ. მომზადების ფასები კი ძალიან მაღალია.

გასაოცარი ისაა, რომ რეპეტიტორები, ძირითადად, სკოლის მასწავლებლები არიან, ამ ბავშვების განათლებაში მათ ცალკე სახელმწიფო უხდით ფულს, ხელფასის სახით, ცალკე - მშობელი. რომელიც იძულებულია, დამატებითი მეცადინეობისთვის თანხა გაიღოს.

თანხები კი საკმაოდ სოლიდურია.

მაგალითად, თუ გინდა, რომ შვილი უნარ-ჩვევებში მოამზადო (თუმცა, მასწავლებელსაც გააჩნია), მინიმუმ 100 ლარი უნდა გადადო ყოველთვიურად გვერდზე. ამ საგანში მომზადება, ძირითადად, მათემატიკის პედაგოგებს აქვთ საკუთარ თავზე აღებული. მართლა საინტერესოა, ასეთს რა ცოდნას ფლობენ,  რომ გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის გასაზიარებლად დროც რომ არ ყოფნით და თანხაც.

აკა, 16 წლის: „უნარებში ჩემი მათემატიკის  მასწავლებელთან  უნდა  დავიწ-ყო მომზადება.  სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, ასეთი კარგი სპეციალისტი თუ იყო. ეს პედაგოგი ჩემმა მეზობელმა გვირჩია, რომელიც მასთან ემზადებოდა. გაკვეთილზე მანქანებზე გველაპარაკებოდა, ან რამე საინტერესო თემებზე."

ქართულ ენასა და ლიტერატურაში მომზადების ნიხრიც ამდენივეა, პლიუს-მინუს - 20 ლარი. ამ საგნის ყველა პედაგოგს რომ ჰკითხოთ, ცალ-ცალკე გეტყვიან, მომზადების ინდივიდუალური მანერა მაქვსო, თუმცა, რამდენიმე გამოვიკითხეთ და ყველგან ერთი და იგივეა, მაგალითად: დღეს მიხვალ რეპეტიტორთან და „გამზრდელს" მოგაყოლებს თავიდან ბილომდე, დღის ბოლოს გეტყვის, რომ ხვალ „თორნიკე ერისთავი" უნდა მოუყვე, ყოველი თვის დასასრულს პატარა ტესტირებას ჩაგიტარებს, ეროვნული გამოცდები რომ მოახლოვდება, დაიწუწუნებს, შეიძლება, მასალა ვერ მოვასწროთო და...

მოკლედ, ორი სიტყვით რომ ვთქვათ, მხოლოდ მასალის გამოკითხვასა და ჩაბარებაში იხდის აბიტურიენტი თვეში მინიმუმ 60 ლარს.

ანი, სტუდენტი: წელს მოვეწყვე უმაღლესში. ჩემი სკოლის ქართულის მასწავლებელთან ჩემი ჯგუფიდან 7 ბავშვი ვემზადებოდით. კლასში სულ 20 ვიყავით. თუმცა, სკოლაში არც დავდიოდი, კვირაში ორი დღე მივირბენდი. ძალიან კარგად მასწავლა ქართული, ოღონდ გაკვეთილებზე - არა, გაკვეთილებზე, არ ვიცი, ჩვენ, ბავშვები არ ვუსმენდით, თუ თვითონ არ იკლავდა თავს. მომზადებას კი ტყუილად არ ჩაუვლია, 78 ქულა მივიღე ქართულში."

ასეთივე სიტუაციაა სხვა საგნებშიც. ოღონდ ესაა, უცხო ენა, საგნის პრესტიჟულობიდან გამომდინარე, უფრო ძვირი ღირს, შესაბამისად, რადგან უცხო ენაა, მასწავლებელსაც მეტი დატვირთვა უწევს. რას იზამ, ქართულის მსგავსად ვერ წაიკითხავ და დილით ვერ მოყვები.

ამბობენ, რომ წელს ყველა ფაკულტეტზე მეოთხე გამოცდა სავალდებულო იქნება. ეს ნიშნავს, რომ დამატებით მეოთხე საგანშიც მომზადება სავალდებულოა - მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

ახალი სასწავლო წელს ერთ-ერთი სიახლე ისაა, რომ პედაგოგების ხელფასები ცოტათი, მაგრამ მაინც გაიზარდა. ამბობენ, რომ რადგან ყველაფერი ძვირდება, მომზადებებიც გაძვირდება.

ცირა ლომთაძე, მშობელი: „არა ვარ წინააღმდეგი, რომ პედაგოგებს ხელფასი მოუმატონ, მაგრამ წელს ჩემი შვილი აბიტურიენტია, ოთხ საგანში უნდა მოვამზადო. მთელი 12 წელი სახელმწიფო ჩემი შვილის განათლებას აფინანსებდა, თუ ბავშვი მაინც უნდა მოვამზადო (და, საერთოდ, ძალიან იშვიათად აბარებს ვინმე მომზადების გარეშე), გამოდის, რომ სახელმწიფომ ჩემი შვილის განათლებაში გაღებული თანხა წყალში გადაყარა."

ეს აზრი ლოგიკას მოკლებული არაა. მართალია, თავის გასამართლებლად პედაგოგმა, შეიძლება, უამრავი მაგალითი მოიყვანოს და არც მთლად უსაფუძვლოდ. მაგრამ ფაქტი ერთია: მხოლოდ საჯარო სკოლაში მიღებული განათლებით სტუდენტი რომ გახდე, ძალიან, ძალიან მცირე შანსია.

გამონაკლისები, ისე როგორც გენიოსები, რა თქმა უნდა, არსებობენ.

კატეგორია: აქტუალური ამბები | ნანახია: 128 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title