1:22 AM რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშება | |
რაგბიში მსოფლიო თასის გათამაშებას ქუთაისელი გულშემატკივრები თვალყურს, დიდ ეკრანზე მიადევნებენ. გასართობ ცენტრ „სულიკოში" ქომაგთა კლუბის წევრებს ყველა შეხვედრის ნახვის საშუალება ექნებათ. ცენტრში დიდი ეკრანი ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით დამონტაჟდა, ქომაგებისთვის კი ეროვნული დროშები და გამაგრილებელი სასმელები დარიგდა. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან დღეს გამართავს. „ ბორჯღალოსნების" საგულშემატკივროდ „სულოკოში" იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე გიგა შუშანია და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე მივიდნენ. გიგა შუშანიას თქმით საქართველოს ნაკრების ასპარეზობა მსოფლიო თასის ჯბუფში ძალიან მნიშვნელოვანია. გასართობ ცენტრ „სულიკოში" დღეს რამდენიმე ასეული ადამაინი მივიდა. ახალი ზელანდიის ქალაქ ოქლენდში რაგბიში მსოფლიოს თასის 2011 წლის გათამაშება 9 | |
|
სულ კომენტარები: 0 | |