მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი
11:29 PM
ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი
ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი - IX- X სს. ეკლესია იმერეთში. ტაძარი მრავალჯერ დანგრეულა და გა­ნახლებულა. უკანასკნელად ტაძარი დაანგრია და დაწვა ომარ-ხანმა 1785წელს, გვიან შემოდგომაზე, ვახანის ციხის აღების შემდეგ. IX ს. 60-იან წლებამდე დანგრეული ტაძრის აღდგენაზე არავის უფიქრია. ტაძარი განახლებულია XI-XIII საუკუ­ნეებში, შემდგომ კიდევ მრავალგზის და ბოლოს 1895 წელს.

ტაძარი

გიორგი ბოჭორიძემ XIX ს. 30-იან წლებში იმოგზაურა ზემო იმერეთში და მოგ­ვცა ტაძრის აღწერილობა. ეკლესია სამნავიანი უგუმბათო ბაზილიკაა, ზომით 34 (საკურთხევლის კედლამდე), 24X14 არშინი (დაახლ). მას სამხრეთით ჰქონია კარიბჭე და დასავლეთით საქალებო, მათგან მხოლოდ საძირკველიღა მოჩანს. ნაშენია კლდისა, შირიმის ქვისა და კირისაგან. კარი აქვს სამხრეთით და და სავ ლე თით. სარკმელი აღმოსავლეთით 1, სამხრეთით 3, დასავლეთით 2. ჩრდილოეთით 3 თაღი დაბჯენილი აქვს ექვს მსხვილ, ჯვარედინ სვეტზე. სა კურთხეველს გარშემო შემო­რიგებული აქვს საჯდომები (კედლის ძირზე).

ეკლესია ძველად გუმბათიანი შენობა უნდა ყოფილიყო, რასაც მოწმობს გვერდის ნა­ვების აღმოსავლეთის ნაწილები, რომლებიც 21/2 არშინით მაღლა არის აწეული. გუმბათის ნაწილი მე-17 არშინის შემდეგ იწყება და მოიცავს 11 არშინს, შემდეგ 6 არშინი საკურთხევლის ნაწილისა არის (17.11.6,34).

ეკლესია დანგრეული ყოფილა და განუახ­ლებიათ 1900-იან წლებში. საკურთხევლის ნაწილი მეტად ყოფილა დანგრეული და გა­ნახლების დროს მისი აგებულება თვალსაჩინოდ შეცვლილა. განსაკუთრებით კანკელ­თან, გუმბათის ადგილი სულ ჩამოქცეული ყოფილა, აქ თაღი ხელახლა გადაუყვანიათ (ძველი აგებულების, ვარსკვლავის სახელი თაღი ხელუხლებლად შენახულია სამხრეთ ნავ ში).

ეკლესიაში, სამხრეთ-დასავლეთი სვეტის წინ ყოფილა საფლავი უცნობი პირისა, რო­მელსაც სდებია მარმარილოს დაფა წარწერით. დღეს ამ დაფიდან მცირედი ნატეხებიღა არის შენახული. ეკლესიაში არის ქვის ნახეტი მაქსიმალური ზომით 15X21 სმ, ასომთავ­რული წარწერის ნაშთით:

წარსა მართ(ე)ბლ(ა)დ ძეთა ჩ(ვ)ენ თა, აღ საზრდ(ე)ლ(ა)დ ჩ(ვ)ენი შ(ე)ნდ(ო)ბ(ა)ს ყ(ო)ფთ

ეკლესიის გარშემო არის ოთხკუთხა გალავნის ნანგრევები, ნაშენი ყოფილა კლდე-რი­ყის ქვისა და კირისაგან. უკეთ შენახულია სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები.

ეკლესიის დასავლეთ-სამხრეთი კუთხის გასწვრივ, გალავ ნის გარეთ, არის შენობის ნანგრევი. მის მახლობლად არის ორი აკლდამა, რომელსაც ადგილობრივ «ეკვტერს» უწოდებენ. ამ აკლდამებს ჩაქცეული აქვთ დასავლეთი ნაწილი. ისინი თითქმის თაღამდე მიწაში სხედან».

თქმულება

ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც «ბერების კლდეს» ეძახიან. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული, ლეგენდის თანახმად ნუნისის ღვთის­მშობლის ტაძარი ოდითგან საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა «ბერების კლდეს».

რამდენიმე წლის განმავლობაში აქ საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ «იბერიონთა საძმოს» წევრები, რომლის დროსაც ცხრა მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ლოდით ამო­ქოლილი შესასვლელი მიწისქვეშეთში და რომელიც, «იბერიონთა საძმოს» მტკიცებით, წინაპართა დატოვებულ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს. მათივე მტკიცებით ამ კლდის მიღმა დარბაზში დევს წიგნი, რომელიც სახარებაში მოხსე ნიებულია «ლაზარედ» და მზის შუქს ელოდება, რომ ნუნისი სამყაროს ცენტრია და აქ არის ნოეს კი­დობანი. ეს მტკიცება ჯერ გამოკვლეული არ არის.

კატეგორია: ქუთაისის ღირსშესანიშნაობები | ნანახია: 1004 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title