მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » მწყერის ციხე
11:35 PM
მწყერის ციხე
მწყერის ციხე - შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრე სოფელ ალავერდის ტერიტორიაზე, მდინარე თრუნასა და ბორიმელას შესართავთან, იმერეთში.

ციხე ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს, ნაგებია რიყის ქვისა და კირის ხსნარისაგან. როგორც მდებარეობა აჩვენებს, იგი აგებული უნდა ყოფილიყო ციხე-ქალაქ შორაპნის სადარაჯო პუნქტად. ციხიდან 100-200 მეტრის მოშორებით მოსახლეობამ უახლოეს წარსულშიც პოულობდა ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ნამტვრევებს, კაჟიანი თოფიდან გასროლილ ტყვიებს. ციხიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდინარე ბორიმელას ხეობაში მინდორია, რომელიც ამჟამად «ნაომარის» სახელს ატარებს. ციხეს დიდი ბრძოლები აქვს გადატანილი. ამის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონიც წერდა.

მე-17 საუკუნის დამლევს თურქებმა დაიკავეს იმერეთის ციხეები, მათ შორის შორაპნის ციხეც. რადგან შორაპნის ციხიდან მწყერის ციხე სამხრეთით 6 კმ-თაა დაშორებული, უდაოდ ისიც თურქების ხელში იქნებოდა.

მე-18 საუკუნის II ნახევარში იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ჯერ გამოამწყვდია ციხეებში თურქთა ლაშქარი და შემდეგ გაანადგურა ისინი. ხალხში დღემდე არსებობს გადმოცემა, თითქოს ციხეში თურქები მწყერებივით იყვნენ გამომწყვდეული და ციხესაც მწყერის ციხე შეარქვესო.

დღეისათვის ციხის მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

კატეგორია: ქუთაისის ღირსშესანიშნაობები | ნანახია: 1283 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title