მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » ქუთაისში პარლამენტს თბილისელები აშენებენ
11:38 PM
ქუთაისში პარლამენტს თბილისელები აშენებენ
ქუთაისში პარლამენტს თბილისელები აშენებენ

ამჟამად პარლამენტის მომავალი შენობის ადგილას სამშენებლო კომპანია "მაგი სტილის" ტექნიკაა მობილიზებული. "მაგი სტილი" "მონო ინტერნეიშენალის" ქვეკონტრაქტორი ფირმაა, რომელიც ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოებს ახორციელებს.

"რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედით და მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, როგორიც არის ელექტორგაყვანილობა, წყალგაყვანილობა, ტექნიკის ადგილზე მონტაჟი," - ამბობს მშენებლობის ერთ-ერთი სპეციალისტი. მასთან ერთად კომპანია "მაგი სტილს" ამ დროისთვის მშენებლობის ადგილას 20-მდე სპეციალისტი და დამხმარე მუშა-ხელი ჰყავს ჩამოყვანილი თბილისიდან, ადგილობრივი მცხოვრებლები ამ ეტაპზე მშენებლობაში ჩართულნი არ არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ მუშა-ხელს მშენებლობის შემდგომ პროცესშიც დასაქმების ნაკლები შესაძლებლობა მიეცემა და ადგილობრივი მთავრობის მიერ შერჩეული სამშენებლო კომპანიები ძირითადად თბილისიდან ჩამოყვანილ ადამიანებს დაასაქმებენ. ამ ვარაუდს სარწმუნოს მშენებლებისგან მიღებული ინფორმაციაც ხდის. მათი თქმით, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში უკვე დაწყებულია მშენებლობაზე დასაქმებული მუშა-ხელისა და სპეციალისტებისთვის საცხოვრებელი კოტეჯების მოწყობა.

თუმცა, იქ მომუშავეები ამბობენ, რომ თბილისიდან მხოლოდ სპეციალისტებს ჩამოიყვანენ."ჩამოვა იმდენი ადამიანი, რამდენიც საჭირო იქნება სამუშაოების შესასრულებად. ძირითადად, საუბარია სპეციალისტებზე, რომლებიც ერთმანეთს ჩაენაცვლებიან, რადგან აქ ყველა სახის სამუშაოებს თავისი სპეციალისტი ჭირდება. თუკი ადგილზეც მოიძებნება შესაბამისი კადრი, ისიც შეძლებს აქ მუშაობას," - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული. რაც შეეხება უშუალოდ კომპანია `მაგი სტილის~ პოზიციას, ამ დროისათვის კომპანიის ხელმძღვანელთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა.

როგორც მშენებლობის ადგილზე დასაქმებულებმა, ასევე, უშუალოდ კომპანიაში განგვიცხადეს, მათ არ აქვთ უფლება ხელმძღვანელი პირის მობილურის ნომერი გასცენ, სხვა კი კომპეტენტური არ არის აღნიშნულ საკითხებში. როგორც მშენებლობის ადგილზე მყოფი სპეციალისტებისგან გავარკვიეთ, პარლამენტის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დასრულებას დაახლოებით ერთი თვე დაჭირდება, რომლის შემდეგაც მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავა და ძირითადი სამუშაოები დაიწყება. პარლამენტის მშენებლობა დაპირების თანახმად 2 წელიწადში უნდა დასრულდეს

კატეგორია: აქტუალური ამბები | ნანახია: 875 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title