10 ყველაზე სასაცილო და შეუსაბამო ინტერნეტ-გვერდის სახელი - 15 ოქტომბერში 2011 - Personal site
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 15 » 10 ყველაზე სასაცილო და შეუსაბამო ინტერნეტ-გვერდის სახელი
3:43 AM
10 ყველაზე სასაცილო და შეუსაბამო ინტერნეტ-გვერდის სახელი

ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში ყველას ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა გამოავლინოს საკუთარი უსაზღვრო ნიჭი, ან პირიქით… საიტის სახელწოდება ზოგადად მაინც უნდა ასახავდეს მის შინაარს, მაგრამ ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, ინტერნეტშიც ყველაფერს ადამიანები განაგებენ და ალბათ სწორედ ამ მიზეზით, გლობალურ ქსელშიც გვხდება გამონაკლისები და ხშირად ძალიან შეუსაბამო და სასაცილო სახელებს წააწყდებით.

1. http://www.minet.net – ფრანგული ტელესაკომუნიკაციო საიტია. კომპანიას სწორედ ასე ჰქვია MiNet. ჩანს ფრანგები ისე წინ წავიდნენ სასიყვარულო თამაშებში, რომ ამ სიტყვით აღნიშნულ საქმეს უკვე ტელეკომუნიკაციის მეშვეობითაც ახერხებენ.

2. http://www.WhorePresents.com – თუ ამ ვებ–მისამართზე მეძავების (whore) ან მათი საჩუქრების (presents) ძებნას დაიწყებთ, მაუსი ნაცარში ჩაგივარდებათ. ეს ცნობილი ადამიანების სახელთა საძიებო საიტია. როგორც ჩანს, გვერდის ავტორებს კაცობრიობის გამოჩენილ მოღვაწეებზე, ვთქვათ ჩიჩოლინაზე, არც ისე მაღალი წარმოდგენა აქვთ.

3. http://www.kutaisi.com – ამ საიტზე ქუთაისის ხსენებაც კი არ არის. საიტს „ძებნაც" აქვს, მაგრამ ქუთაისს ვერ პოულობს… და კიდევ: თუ „საქართველოს" დაკლიკავთ, გაიხსნება ბმულები… შტატ ჯორჯიის შესახებ. როგორც ჩანს, ამ საიტის შემოქმედმა პირველივე დღეს დაისვენა.

4. http://MolestationNursery.com – შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ყოვლად გახრწნილი და გათახსირებული პედოფილების ვებ-გვერდია. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ბაღი და გსურთ ყინვაგამძლე მცენარეების შეძენა, სწორ მისამართზე მოხვდით.

5. http://www.shteri.com – ნუ დაითხრით თვალებს ამ გვერდზე ქართველი „პოპ-ვარსკვლავების" (ან მათი ფანების), საბჭოთა ობლიგაციების განაღდების მომლოდინეების, ან რომელიმე პოლიტიკოსის გულწრფელ მხარდამჭერთა ძებნით. საიტზე მრავალფეროვანი ასორტიმენტის ინტერნეტ-მაღაზიაა განთავსებული.

6. http://sifilis.org – ვინ არ შემცდარა და ვის არ მოსვლია? რას იზამ? ზოგჯერ პრეზერვატივიც სანდო არაა… ამ საიტზე დაავადების სამკურნალო პრეპარატების შესახებ ვერანაირ ინფორმაციას ვერ ნახავთ. საიტის ავტორები მოგზაურობისა და ბიზნესის დაგეგმვაში დაგეხმარებიან. მაგრამ ასეთ დროს რა გემოგზაურებათ და გებიზნესებათ?

7. http://TheRapistFinder.com – წარმოიდგინეთ, რომ ძალიან გინდათ, ვინმემ გაგაუპატიუროთ, პირდაპირ ვეღარ ითმენთ და იწყებთ ძებნას. ირგვლივ ვერსად პოულობთ ღირსეულ კანდიდატურას და ძიებას ინტერნეტში განაგრძობთ. თუ მართლა ასეა, თქვენ იპოვით იმას, რაც გჭირდებათ – კარგ ექიმს… ფსიქოთერაპევტს თუ არა, თერაპევტს მაინც.

8. http://anus.com – ეს საიტი ამერიკელი ნიჰილისტების ანდერგრაუნდ საზოგადოებას (The American Nihilist Underground Society) ეკუთვნის. ნუ, პრინციპში ამ შემთხვევაში სახელწოდება ნაწილობრივ ამართლებს კიდეც.

9. http://www.chacha.com – წესით ჭაჭის მოყვარულთა, მემთვრალეთა და ლოთთა სასურველი დომეინი უნდა იყოს, მაგრამ საიტზე შესულებს ვირტუალური არყის ბოთლისა და თანამეინახეთა ნაცვლად, ხელში გუგლ.კომ-ის მსგავსი საძიებო სისტემა შეგრჩებათ, თანაც ისეთი გამართული, რომ მისი მეშვეობით მხოლოდ ჭაჭანაკრავი თუ იპოვით რამეს.

10. http://www.thebeatles.us – არ არსებობს „ბითლზ"-ზე უფრო სიცოცხლისმოყვარე ჯგუფი… გასული საუკუნის 60-იან წლებში „ბრიტანული შეჭრა" აშშ-ში სწორედ „ბითლზმა" დაიწყო. როგორც ჩანს, ამაყი ამერიკელები საკუთარ თავს ამას დღემდე ვერ პატიობენ და როგორც კი ბროუზერში thebeatles.us-ს აკრეფთ, მაშინვე თვითმკვლელების საიტზე აღმოჩნდებით.

კატეგორია: ამბები რომლებიც მხოლოდ ქუთაისში თუ მოხდება:) | ნანახია: 214 | დაამატა: tutucimgosani | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Block title
სწრაფი რეგისტრაცია
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
შესვლის ფორმა
Block title
მინი-ჩეთი
200
ჩვენი გამოკითხვა
სად ერთობით ქუთაისიში?
სულ პასუხი: 84
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Block title